понедельник, 27 октября 2014 г.

                                                  შემაჯამებელი რეფლექსია





            დასრულდა ჩვენი ტრენინგი,რომელიც მეტად სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისათვის.გავეცანით ბევრ სიახლეს,რომელსაც შემდგომში აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში.შევეცადე პორტფოლიო სრულყოფილი გამოსულიყო.მოვახდინე მისი პრეზენტაცია.ველოდები როგორ შეფასებას დავიმსახურებ.
          რაც შეეხება ჩვენს ტრენერს-დათოს,მინდა მას უღრმესი  მადლობა გადავუხადო გულისხმიერი მუშაობისათვის.იგი საუკეთესო ტრენერია და ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.მომავალშიც სიამოვნებით დავესწრებოდი მის ტრენინგებს.

понедельник, 20 октября 2014 г.

       მეშვიდე  დღის რეფლექსია.



     სამწუხაროდ, მეექვსე     ტრენინგი გავაცდინე საპატიო მიზეზის გამო.დღეს ვიმუშავეთ თემის პრეზენტაციის გაკეთებაზე.ნაწილი უკვე ავტვირთე დისკზე.დანარჩენს დავასრულებ სახლში.ასევე გავაგრძელეთ მუშაობა შეფასებების სქემაზე.შემდეგისათვის მივიღეთ ბევრი დავალება.შევეცდები შევასრულო კარგად.

понедельник, 13 октября 2014 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

 მეხუთე დღის რეფლექსია.


დღევანდელი დღეც წინა დღეების მსგავსად ნაყოფიერი აღმოჩნდა.გავაკათეთ ბუკლეტები არჩეულ თემასთან დაკავშირებით.წარმოვადგინე დაგეგმილი პროექტის ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი და ვისწავლე ბლოგზე მისი  ატვირთვა და გაზიარება. შევქმენით ჩვენი პორტფოლიოები.მოგვეცა დავალებები შემდეგი  მეცადინეობისათვის.

вторник, 7 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია.



 დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ,,,,თითქმის ყველაფერს ავუღე ალღო რასაც  ვაკეთებთ...გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და დავალებაც უკვე შევასრულე.ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა.მოგვეცა დავალებები შემდეგი ტრენინგისთვის.

понедельник, 6 октября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია.


დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.განვიხილეთ პორტფოლიოს სტრუქტურა, რა საქაღალდეები უნდა იყოს მასში.ასევე შევისწავლეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი.ვიმუშავეთ არჩეულ  პროექტებზე.დღითი -დღე საინტერესო ხდება  ტრენინგები.

вторник, 30 сентября 2014 г.

რეფლექსია მეორე დღე

დღევანდელ გაკვეთილზე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ პროექტის გეგმის შაბლონი.თითოეულმა მონაწილემ  ვისაუბრეთ იმ  პროექტზე,რომლის შექმნასაც ვაპირებთ.ტრენინგი იყო საინტერესო.მოგვეცა დავალებები შემდეგი დღისთვის.

понедельник, 29 сентября 2014 г.

repleksia pirveli dge

დღეს იყო ჩვენი პირველი ტრენინგი,რომლითაც ვარ კმაყოფილი.გავიხსენე  დავიწყებული რაც მქონდა (ვგულისხმობ კომპიუტერთან მუშაობის ტექნიკურ მხარეს).ვისწავლეთ საკუთარი  ბლოგის შექმნა,რომლის საშუალებითაც შეგვეძლება საკუთარი პროექტების წარმოდგენა.
       
          რაც შეეხება ჩვენს ტრენერს, მის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ არის განათლებული ადამიანი  და მისი დახმარებით შევძლებთ ჩვენი პროფესიული დონის ამაღლებას.