вторник, 12 мая 2015 г.

გაკვეთლის თემა
,,ქრისტინობის გავრცელება საქართველოში’’
სახელი, გვარი
ინგა ტაბატაძე
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური. IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე.ყველა სრულფასოვანი.
გაკვეთილის მიზნები და  შედეგები
  მოსწავლეები გაეცნობიან,რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს,რომელიც ქვეყანაში მე-4 საუკუნეში შემოვიდა.მისი მოღვაწეობა ლ.მროველმა ,,მოქცევაი ქართლისაიში“ აღწერა.
     ეს ტექსტი ხელს შეუწყობს მოზარდთა დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
       გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა მიღებული ცოდნით გაანალიზონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნისათვის.
წინასწარი ცოდნა
       თემაზე მუშაობის დაწყებამდე კითხვების დასმით გავარკვევ  თუ რა  იციან ,ან რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის,რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ.
        ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის დახმარებით დავადგენ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას.რა იციან ამ თემის შესახებ.მათი პასუხების შემდეგ განვიხილავთ გაკვეთილის მსვლელობას,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ.
   იმისათვის,რომ დავადგინო მოსწავლეთა წარმატება თვითოეულთან ვმუშაობ ინდივიდუალურად ,ვაძლევ დავალებებს შესასრულებლად და ვავალებ პრეზენტაციების გაკეთებას.
სასწავლო მასალა და ტექსტობრივი რესურსები
 ლეონტი მროველის,,მოქცევაი ქართლისაი’’.ნ.მაღლაკელიძე  ,,ქართული ენა და ლიტერატურა’’.წმ.ნინოს სურათები,ვაზის ჯვარი.მირიან მეფის სურათები.
გაკვეთილის მსვლელობა
      გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ თემას,რომელზედაც მოუწევთ მუშაობა.ვისაუბრებ თუ რატომ არის ეს თემა აქტუალური და მნიშვნელოვანი მოსწავლეებისათვის.
       ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის მეშვეობით დავადგენ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას. მათი პასუხების მიხედვით განვიხილავ გაკვეთილის მსვლელობას  თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. ვავალებ გააკეთონ პრეზენტაცია.
      გაკვეთილის დასაწყისში გამოვიყენებ მოსწავლის საჭიროების  განმსაზღვრელ შეფასებას.ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე.,რომლის მიზანია მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრა. T  დიაგრამის მეშვეობით დავადგენ თუ რა მსგავსებასა და განსხვავებეს ხედავენ მოსწავლეები იმდროინდელ და თანამედროვე საქართველოს შორის ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით.ბოლოს ვიწყებ ტექსტზე მუშაობას.ვაკითხებ მოცემულ გაკვეთილს .ვხსნით გაუგებარ სიტყვებს და ვაძლევ დავალებას დაწერონ ტექსტის პერიფრაზი.
      

воскресенье, 10 мая 2015 г.

პროექტის სახელწოდება
ქრისტინობის გავრცელება საქართველოში
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით
პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები გაიხსენებენ თუ როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში.
პროექტის აქტუალობა
   პროექტის აქტუალობა  მდგომარეობს იმაში ,რომ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ -ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები
   გაეცნობიან მოსწავლეები,რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში  განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის  წმინდა ნინოს,რომელიც ქვეყანაში მე-4 საუკუნეში შემოვიდა.მისი მოღვაწეობა აღწერა ლეონტი მროველმა ,,მოქცევაი ქართლისაი’’-ში.ეს ტექსტი ხელს შეუწყობს მოზარდთა  დამოუკიდებელ და შემოქმედებითი  უნარების განვითარებას.პროექტის მიზანია გაანალიზონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნისთვის.
მოსწავლეთა ასაკი
საბაზო საფეხური.მე-9 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა
 ერთი სასწავლო კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    ტექსტის კარგად გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიაზრონ რამდენად მნიშნელოვანი ქალაქია მცხეთა ქრისტიანთათვის.იქ სადაც სვეტიცხოვლის ტაძარია აგებული, 9 თვე უცხოვრია წმინდა ნინოს. მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს და წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ციფრული კამერა,ინტერნეტკავშირი. წმინდა ნინოს სურათები.წიგნები-ლეონტი მროველის ,,მოქცევაი ქრთლისაი“.სახელმძღვანელო  -ნ.მაღლაკელიძე,,ქართული ენა და ლიტერატურა’’
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
  პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ თემას,რომელზედაც მოუწევთ მუშაობა. ვისაუბრებ  თუ რატომ არის ეს თემა აქტუალური და მნიშვნელოვანი მოსწავლეთათვის.ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის მეშვეობით დავადგენ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას.რა იციან ამ თემის შესახებ. მათი პასუხების შემდეგ განვიხილავთ მომავალი პროექტის სავარაუდო  მსვლელობას.გადავწყვეტთ  რომ პროექტს წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით.
   პროექტის მიმდინარეობისას ვმუშაობ ბავშვებთან ინდივიდუალურად,რათა პრეზენტაციები გამოუვიდეთ  წარმატებული.ვაძლევ რჩევებს და შენიშვნებს თუ საჭიროა.
      პროექტის დასაწყისში  გამოვიყენებ მოსწავლის საჭიროებების  განმსაზღვრელ შეფასებას: ვიცი,მინდა ვიცოდე ,ვისწავლე   სქემას,რომლის მიზანია  მოსწავლეთა წინარე ცოდნის  განსაზღვრა.T  დიაგრამის მეშვეობით დავადგენ თუ რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავენ  იმდროინდელ და თანამედროვე საქართველოს    შორის ქრისტიანული  რელიგიის თვალსაზრისით.ამის შემდეგ  დაევალებათ წაიკითხონ ლეონტი მროველის ,,მოქცევაი ქართლისაი“.ეძლევათ დრო ერთი კვირა. დავყოფ მოსწავლეებს 4 ჯგუფად.თითოეულს მიეცემა დავალება და  პრეზენტაციების წარმოდგენა.
    შემდეგ ეტაპზე ძირითადად მიმდინარეობს ტექსტზე მუშაობა.ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები  მუშაობენ თავიანთ დავალებებზე. მუშაობის პროცესს ვადევნებ თვალს,ვამოწმებ დავალებებს.ვპასუხობ მათ შეკითხვებს და ვაძლევ რჩევებს პრეზენტაციების მოსამზადებლად.
        პროექტის დასრულებისას,  პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ მოსწავლეები უზიარებენ ერთმანეთს აზრებს. ბოლოს  პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებთ პრეზენტაციის  რუბრიკას, რათა სათანადოდ შევაფასოთ მათი ნამუშევრები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
მოცემულ თემასთან დაკავშირებით შეიძლება გავაკეთოთ ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი
ინგა ტაბატაძე . ელ-ფოსტა: ingainga73@mail.ru
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.



понедельник, 27 октября 2014 г.

                                                  შემაჯამებელი რეფლექსია





            დასრულდა ჩვენი ტრენინგი,რომელიც მეტად სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისათვის.გავეცანით ბევრ სიახლეს,რომელსაც შემდგომში აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში.შევეცადე პორტფოლიო სრულყოფილი გამოსულიყო.მოვახდინე მისი პრეზენტაცია.ველოდები როგორ შეფასებას დავიმსახურებ.
          რაც შეეხება ჩვენს ტრენერს-დათოს,მინდა მას უღრმესი  მადლობა გადავუხადო გულისხმიერი მუშაობისათვის.იგი საუკეთესო ტრენერია და ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.მომავალშიც სიამოვნებით დავესწრებოდი მის ტრენინგებს.

понедельник, 20 октября 2014 г.

       მეშვიდე  დღის რეფლექსია.



     სამწუხაროდ, მეექვსე     ტრენინგი გავაცდინე საპატიო მიზეზის გამო.დღეს ვიმუშავეთ თემის პრეზენტაციის გაკეთებაზე.ნაწილი უკვე ავტვირთე დისკზე.დანარჩენს დავასრულებ სახლში.ასევე გავაგრძელეთ მუშაობა შეფასებების სქემაზე.შემდეგისათვის მივიღეთ ბევრი დავალება.შევეცდები შევასრულო კარგად.

понедельник, 13 октября 2014 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

 მეხუთე დღის რეფლექსია.


დღევანდელი დღეც წინა დღეების მსგავსად ნაყოფიერი აღმოჩნდა.გავაკათეთ ბუკლეტები არჩეულ თემასთან დაკავშირებით.წარმოვადგინე დაგეგმილი პროექტის ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი და ვისწავლე ბლოგზე მისი  ატვირთვა და გაზიარება. შევქმენით ჩვენი პორტფოლიოები.მოგვეცა დავალებები შემდეგი  მეცადინეობისათვის.

вторник, 7 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია.



 დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ,,,,თითქმის ყველაფერს ავუღე ალღო რასაც  ვაკეთებთ...გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და დავალებაც უკვე შევასრულე.ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა.მოგვეცა დავალებები შემდეგი ტრენინგისთვის.