вторник, 12 мая 2015 г.

გაკვეთლის თემა
,,ქრისტინობის გავრცელება საქართველოში’’
სახელი, გვარი
ინგა ტაბატაძე
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური. IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე.ყველა სრულფასოვანი.
გაკვეთილის მიზნები და  შედეგები
  მოსწავლეები გაეცნობიან,რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს,რომელიც ქვეყანაში მე-4 საუკუნეში შემოვიდა.მისი მოღვაწეობა ლ.მროველმა ,,მოქცევაი ქართლისაიში“ აღწერა.
     ეს ტექსტი ხელს შეუწყობს მოზარდთა დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
       გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა მიღებული ცოდნით გაანალიზონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნისათვის.
წინასწარი ცოდნა
       თემაზე მუშაობის დაწყებამდე კითხვების დასმით გავარკვევ  თუ რა  იციან ,ან რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის,რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ.
        ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის დახმარებით დავადგენ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას.რა იციან ამ თემის შესახებ.მათი პასუხების შემდეგ განვიხილავთ გაკვეთილის მსვლელობას,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ.
   იმისათვის,რომ დავადგინო მოსწავლეთა წარმატება თვითოეულთან ვმუშაობ ინდივიდუალურად ,ვაძლევ დავალებებს შესასრულებლად და ვავალებ პრეზენტაციების გაკეთებას.
სასწავლო მასალა და ტექსტობრივი რესურსები
 ლეონტი მროველის,,მოქცევაი ქართლისაი’’.ნ.მაღლაკელიძე  ,,ქართული ენა და ლიტერატურა’’.წმ.ნინოს სურათები,ვაზის ჯვარი.მირიან მეფის სურათები.
გაკვეთილის მსვლელობა
      გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ თემას,რომელზედაც მოუწევთ მუშაობა.ვისაუბრებ თუ რატომ არის ეს თემა აქტუალური და მნიშვნელოვანი მოსწავლეებისათვის.
       ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის მეშვეობით დავადგენ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას. მათი პასუხების მიხედვით განვიხილავ გაკვეთილის მსვლელობას  თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. ვავალებ გააკეთონ პრეზენტაცია.
      გაკვეთილის დასაწყისში გამოვიყენებ მოსწავლის საჭიროების  განმსაზღვრელ შეფასებას.ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე.,რომლის მიზანია მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრა. T  დიაგრამის მეშვეობით დავადგენ თუ რა მსგავსებასა და განსხვავებეს ხედავენ მოსწავლეები იმდროინდელ და თანამედროვე საქართველოს შორის ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით.ბოლოს ვიწყებ ტექსტზე მუშაობას.ვაკითხებ მოცემულ გაკვეთილს .ვხსნით გაუგებარ სიტყვებს და ვაძლევ დავალებას დაწერონ ტექსტის პერიფრაზი.
      

Комментариев нет:

Отправить комментарий