პროექტის სახელწოდება
|
ქრისტინობის გავრცელება საქართველოში
|
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით
|
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები
გაიხსენებენ თუ როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში.
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტის აქტუალობა მდგომარეობს იმაში ,რომ მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ -ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.ჩამოუყალიბდებათ
კვლევის უნარ-ჩვევები.
|
პროექტის მიზნები
|
გაეცნობიან მოსწავლეები,რომ
საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს,რომელიც ქვეყანაში მე-4 საუკუნეში
შემოვიდა.მისი მოღვაწეობა აღწერა ლეონტი მროველმა ,,მოქცევაი ქართლისაი’’-ში.ეს ტექსტი
ხელს შეუწყობს მოზარდთა დამოუკიდებელ და
შემოქმედებითი უნარების განვითარებას.პროექტის
მიზანია გაანალიზონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნისთვის.
|
მოსწავლეთა ასაკი
|
საბაზო საფეხური.მე-9 კლასი.
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
ერთი სასწავლო კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
|
ტექსტის კარგად გაცნობის
შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიაზრონ რამდენად მნიშნელოვანი ქალაქია მცხეთა
ქრისტიანთათვის.იქ სადაც სვეტიცხოვლის ტაძარია აგებული, 9 თვე უცხოვრია წმინდა ნინოს.
მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს და წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
კომპიუტერი, ციფრული კამერა,ინტერნეტკავშირი. წმინდა ნინოს სურათები.წიგნები-ლეონტი
მროველის ,,მოქცევაი ქრთლისაი“.სახელმძღვანელო
-ნ.მაღლაკელიძე,,ქართული ენა და ლიტერატურა’’
|
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
|
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს
გავაცნობ თემას,რომელზედაც მოუწევთ მუშაობა. ვისაუბრებ თუ რატომ არის ეს თემა აქტუალური და მნიშვნელოვანი
მოსწავლეთათვის.ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის მეშვეობით დავადგენ მოსწავლეთა
საბაზისო ცოდნას.რა იციან ამ თემის შესახებ. მათი პასუხების შემდეგ განვიხილავთ მომავალი
პროექტის სავარაუდო მსვლელობას.გადავწყვეტთ რომ პროექტს წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით.
პროექტის მიმდინარეობისას
ვმუშაობ ბავშვებთან ინდივიდუალურად,რათა პრეზენტაციები გამოუვიდეთ წარმატებული.ვაძლევ რჩევებს და შენიშვნებს თუ
საჭიროა.
პროექტის დასაწყისში გამოვიყენებ მოსწავლის საჭიროებების განმსაზღვრელ შეფასებას: ვიცი,მინდა ვიცოდე ,ვისწავლე სქემას,რომლის მიზანია მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრა.T დიაგრამის მეშვეობით დავადგენ თუ რა მსგავსებასა და განსხვავებას
ხედავენ იმდროინდელ და თანამედროვე საქართველოს
შორის ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით.ამის შემდეგ დაევალებათ წაიკითხონ ლეონტი მროველის ,,მოქცევაი
ქართლისაი“.ეძლევათ დრო ერთი კვირა. დავყოფ მოსწავლეებს 4 ჯგუფად.თითოეულს მიეცემა
დავალება და პრეზენტაციების წარმოდგენა.
შემდეგ ეტაპზე ძირითადად
მიმდინარეობს ტექსტზე მუშაობა.ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები მუშაობენ თავიანთ დავალებებზე. მუშაობის პროცესს
ვადევნებ თვალს,ვამოწმებ დავალებებს.ვპასუხობ მათ შეკითხვებს და ვაძლევ რჩევებს პრეზენტაციების
მოსამზადებლად.
პროექტის დასრულებისას, პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ მოსწავლეები
უზიარებენ ერთმანეთს აზრებს. ბოლოს პროექტის
შესაფასებლად გამოვიყენებთ პრეზენტაციის
რუბრიკას, რათა სათანადოდ შევაფასოთ მათი ნამუშევრები.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
|
მოცემულ თემასთან დაკავშირებით შეიძლება გავაკეთოთ ინტეგრირებული გაკვეთილი
ისტორიასთან.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ინგა ტაბატაძე . ელ-ფოსტა:
ingainga73@mail.ru
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
|
|
воскресенье, 10 мая 2015 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий